ირაკლი ღარიბაშვილი: გრძელდება მოლაპარაკებები ჩვენს მეგობარ ქვეყნებთან და მწარმოებლებთან და უახლოეს მომავალში, ვაქცინის შემდეგი დოზების მიღებისთანავე, მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფის ვაქცინაცია გაგრძელდება

12:22 13.03.2021
ვაქცინის პირველი დოზები საქართველოში უკვე ჩამოვიდა, - ამის შესახებ, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, სოციალურ ქსელ „ფეისბუქში" წერს.

როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, პირველ ეტაპზე მიღებული „ასტრაზენეკას" ვაქცინით სამედიცინო პერსონალის ვაქცინაცია დაიწყება.

"პირველ ეტაპზე ჩვენ მივიღეთ „ასტრაზენეკას" ვაქცინის 43 200 დოზა, რითაც სამედიცინო პერსონალის ვაქცინაცია დაიწყება. გრძელდება მოლაპარაკებები ჩვენს მეგობარ ქვეყნებთან და სხვადასხვა მწარმოებლებთან. უახლოეს მომავალში, ვაქცინის შემდეგი დოზების მიღებისთანავე, გაგრძელდება მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფების ვაქცინაცია, - წერს პრემიერ-მინისტრი.
ბეჭდვა