აქციის მონაწილეების განცხადებით, ფილარმონიაში მიუზიკლი „ვერის უბნის მელოდიები“ ჩაიშალა
აქციის მონაწილეების განცხადებით, ფილარმონიაში მიუზიკლი „ვერის უბნის მელოდიები“ ჩაიშალა
20:38 20.09.2012
ფილარმონიასთან მიმდინარე აქციის რამდენიმე მონაწილის განცხადებით, საკონცერტო დარბაზში დაგეგმილი მიუზიკლი „ვერის უბნის მელოდიები“ ჩაიშალა.

ამის შესახებ აქციის ის მონაწილეები აცხადებენ, რომლებმაც ფილარმონიის შენობაში შესვლა მოახერხეს.

მათი თქმით, მათ სცენაზე ცოცხები შეყარეს და კონცერტი ჩაშალეს.

ფილარმონიაში მიუზიკლის ბილეთით შესვლას გეგმავდა აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი ლევან ჩიტაძე, თუმცა, იგი დაცვამ არ შეუშვა.

აქციის მონაწილეებმა ფილარმონიის შესასვლელ კარზე ბაჩო ახალაიას ფოტო გააკრეს და წარწერა გააკეთეს, რომლითაც შს მინისტრის ბაჩო ახალიას დასჯას ითხოვენ.

სატრანსპორტო მოძრაობა მელიქიშვილზე აღდგა, კოსტავას ქუჩაზე კი - კვლავ შეზღუდულია.

ბეჭდვა