„ვერის უბნის მელოდიებზე“ დასასწრებად მისულმა რამდენიმე მაყურებელმა ბილეთები დახია და აქციის მონაწილეებს შეუერთდა
„ვერის უბნის მელოდიებზე“ დასასწრებად მისულმა რამდენიმე მაყურებელმა ბილეთები დახია და აქციის მონაწილეებს შეუერთდა
20:33 20.09.2012
ფილარმონიასთან მიმდინარე აქციის მონაწილეების მიერ შექმნილი ე.წ სირცხვილის კორიდორი ჯერ არ დაშლილა.

აქციის მონაწილეები მიუზიკლ „ვერის უბნის მელოდიებზე“ დასასწრებად მისულ მაყურებლებს ტაშითა და სტვენით ეგებებიან და „სირცხვილია“-ს სკანდირებენ.

აქციის მონაწილეებს ფილარმონიის შესასვლელთან ცოცხები აქვთ მომარჯვებული და ცოცხებს შორის გამვლელებს მოღალატეს უწოდებენ და უსტვენენ.

ამ დროისთვის ფილარმონიაში „ვერის უბნის მელოდიებზე“ დასასწრებად მისულმა სამმა მაყურებელმა ბილეთები დახია და აქციის მონაწილეებს შეუერთდა.

ტრანსპორტის მოძრაობა მელიქიშვილის გამზირზე და კოსტავას ქუჩაზე ისევ შეზღუდულია.

ბეჭდვა