პრეზიდენტის რეზიდენციასთან გამართული აქციის მონაწილეებმა სამებაში გადაინაცვლეს
პრეზიდენტის რეზიდენციასთან გამართული აქციის მონაწილეებმა სამებაში გადაინაცვლეს
20:24 20.09.2012
პრეზიდენტის რეზიდენციასთან გამართული აქციის მონაწილეებმა სამების ტაძარში გადაინაცვლეს. სამების ტაძარში პატრიარქი ლოცვას აღავლენს.

პრეზიდენტის რეზიდენციასთან აქციის მონაწილეებმა ბაჩო ახალიას გათავისუფლება შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტიდან კიდევ ერთხელ მოითხოვეს და აღნიშნეს, რომ ნაცვალდ მისი მოხსნისა, ხელისუფლებას საპატიმროებში პოლიცია შეჰყავს.

აქციის მონაწილეები ხელისუფლების საწინააღმდეგო ლოზუნგებს სკანდირებდნენ. მათ ერთ-ერთი სასულიერო პირიც გაესაუბრა, რომელმაც აღნიშნა, რომ დადგა დრო, როცა ერმა და ბერმა ქვეყნის ღირსება უნდა დაიბრუნოს.



ბეჭდვა