ბედუკაძე ევროკავშირისა და საფრანგეთის ელჩებს მისი ოჯახის საქართველოდან გაყვანაში დახმარებას სთხოვს
ბედუკაძე ევროკავშირისა და საფრანგეთის ელჩებს მისი ოჯახის საქართველოდან გაყვანაში დახმარებას სთხოვს
19:58 20.09.2012
ბრიუსელში მყოფი სასჯელაღსრულების დაწესებულების ყოფილი თანამშრომელი ვლადიმერ ბედუკაძე, რომელმაც პატიმრების წამების ამსახველი  კადრები გადაიღო, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობასა და საფრანგეთის საელჩოს ოჯახის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში დახმარებას სთხოვს.

ბედუკაძემ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერით მიმართა საქართველოში ევროკავშირის ელჩს ფილიპ დიმიტროვს, ასევე საფრანგეთის ელჩს და მისი ოჯახის საქართველოდან გაყვანის საკითხში დახმარება სთხოვა.

ამასთან, ის აცხადებს, რომ მზადაა, ობიექტური სასამართლოს პირობებში ყველა დამნაშავესთან ერთად მომხდარზე პასუხისმგებლობა გაიზიაროს და სასჯელი მოიხადოს.





ბეჭდვა