ფილარმონიასთან შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა ფილარმონიის შესასვლელთან კორიდორი გააკეთეს. ამ დროისთვის ფილარმონიაში სპექტაკლ
„ვერის უბნის მელოდიების“ ჩვენება იწყება და მასზე დასასწრებად მისულ მსურველებს აქციის მონაწილეები სტვენით ეგებებიან.აქციის მონაწილეთა განცხადებით, დერეფანს სიმბოლურად „სირცხვილის კორიდორი“ ჰქვია, რადგან მათივე თქმით, სამარცხვინო იქნება იმ ადამიანების საქციელი, რომლებიც აქციას გვერდს გაუვლიან და „ვერის უბნის მელოდიებს“ დაესწრებიან.
სპექტაკლი ფილარმონიაში 20:00 საათზე დაიწყება.
