ისანში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით საქართველოს რკინიგზა განცხადებას ავრცელებს
ისანში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით საქართველოს რკინიგზა განცხადებას ავრცელებს
21:09 01.03.2021
ისანში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით საქართველოს რკინიგზა განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„შემთხვევა მოხდა ისანში, საქართველოს რკინიგზის თბილისის საკვანძო სადგურში.

აალდა ძველი, გამოუსადეგარი ვაგონცისტერნა, რომელშიც მაზუთის ნარჩენი იყო.

ადგილზე მუშაობენ სახანძრო სამაშველო სამსახურები.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ამასთან უმნიშვნელოა კომპანიის ფინანსური
ზიანი“ - ნატქვამია განცხადებაში.

ბეჭდვა