ბერა ივანიშვილი - სტუდენტების აქციაზე მოვედი, როგორც რიგითი ქართველი
ბერა ივანიშვილი - სტუდენტების აქციაზე მოვედი, როგორც რიგითი ქართველი
19:41 20.09.2012
სტუდენტების აქციაზე არ მივსულვარ როგორც მომღერალი და როგორც ბიძინა ივანიშვილის შვილი - ამის შესახებ „ნიუსპრესს“ პრეზიდენტის რეზიდენციასთან  კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის შვილმა, მომღერალმა ბერა ივანიშვილმა განუცხადა.

„დღეს სტუდენტების აქციაზე მოვედი, როგორც რიგითი ქართველი, რომელიც არ შეეგუება იმ უმსგავსობას, რომელიც ჩვენს ქვეყანაშია“ - განაცხადა ბერა ივანიშვილმა.

ამ წუთებში სტუდენტები პრეზიდენტის რეზიდენციასთან იმყოფებიან და ისინი შს მინისტრის ბაჩო ახალაიას გადადგომას და პატიმართა წამებაში მონაწილე ყველა პირის დასჯას მოითხოვენ.

სტუდენტებმა ორთაჭალიდან პრეზიდენტის რეზიდენციისკენ ფეხით მსვლელობა მოაწყვეს. ბერა ივანიშვილი მათ სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასთან“ შეუერთდა. ივანიშვილი ამ წუთებშიც სტუდენტებთან ერთად იმყოფება.

ბეჭდვა