ორთაჭალიდან აქციის მონაწილე სტუდენტების ნაწილი, რომლებიც პრეზიდენტის ადმინისტრაციისკენ მიემართებიან, უკვე მეტროსადგურ „ავლაბართან“ იმყოფებიან.
სტუდენტებს რეზიდენციისკენ მომღერალი ბერა ივანიშვილიც მიყვება, რომელიც აქციის მონაწილეებს სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასთან“ შეუერთდა.
სტუდენტები პროტესტს ამჯერად პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან დააფიქსირებენ და შინაგან საქმეთა მინისტრის ბაჩო ახალაიას გადაგომას მოითხოვენ.
„პენიტენციალურ სისტემაში არსებული მდგომარეობის გამო ყველა უპირობოდ უნდა დაისაჯოს“ - აცხადებენ აქციის მონაწილეები.
აქცია - „არ აწამოს“ ფარგლებში, სტუდენტებმა დღეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსიდან ფეხით მსვლელობა ორთაჭალის მიმართულებით მოაწყვეს.
