ონის მერმა უხუცეს ქალბატონებს 8 მარტის დღესასწაული მიულოცა
ონის მერმა უხუცეს ქალბატონებს 8 მარტის დღესასწაული მიულოცა
22:49 08.03.2021
ონის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ჩიკვაიძემ,მოადგილესთან ეკა მაისურაძესთან და კულტურის სამსახურის ხელმძღვანელთან მანანა ჩაგელიშვილთან ერთად ქალაქ ონში მცხოვრებ უხუცეს ქალბატონებს თინათინ ტყეშელაშვილს და დოდო გრძელიშვილს 8 მარტის დღესასწაული მიულოცა.

მერმა მათ სიმბოლური საჩუქრები გადასცა, ჯანმრთელობა და ტკბილი სიბერე უსურვა.

ბეჭდვა