ფილარმონიასთან აქციის მონაწილეებმა ცოცხებით „ძეგლი“ დადგეს
ფილარმონიასთან აქციის მონაწილეებმა ცოცხებით „ძეგლი“ დადგეს
18:40 20.09.2012
ფილარმონიასთან შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა სიმბოლურად ცოცხებით „ძეგლი“ დადგეს. აქციის ორგანიზატორებმა ფილარმონიასთან ოთხი ცოცხი მიიტანეს, რომლებიც ერთმანეთს წებოვანი ლენტით მიამაგრეს.

„ჩვენ აქ დავდგით მიხეილ სააკაშვილის ძეგლი, რომელიც მას მისივე პრეზიდენტობის დროს ავუგეთ. ეს ძეგლი აქ იქნება მისი სახელის უკვდავსაყოფად“ - განაცხადა უფლებადამცველმა დაჩი ცაგურიამ.

აქციის ორგანიზატორებმა ე.წ თაბახის ფურცლებზე წარწერები „დაიცავი ღირსება“, „დაიცავი პატიმრის უფლება“, „თქვენი დემოკრატია გვტკივა“ გააკეთეს.

აქციის ორგანიზატორები მოგვიანებით, როცა მათი რაოდენობა გაიზრდება, მელიქიშვილის გამზირზე გადანაცვლებას და გზის გადაკეტვას გეგმავენ.


ბეჭდვა