ფილარმონიასთან მიმდინარე საპროტესტო აქციას არასამთავრობო ორგანიზაცია „იდენტობა“ შეუერთდა. როგორც „ნიუსპრესს“ ორგანიზაციის
წარმომადგენელმა მართა კალანდაძემ განუცხადა, „იდენტობა“ ყოველგვარ ძალადობას აპროტესტებს, ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი, პატიმრებზე ძალადობის წინააღმდეგ გამოდის.
მისი თქმით, ძალადობირივი რეჟიმის შესაცვლელად, „იდენტობა“ აქციებზე რეგულარულად ივლის, როგორც ორგანიზაციულად ისე პერსონალურად.
„ყოველთვის ყველა აქციას ვუერთდები, როდესაც საქმე ადამიანის უფლებებს ეხება. ამ თვეში ეს მესამე თუ მეოთხე აქციაა. კონკრეტულად აქ კი, იმიტომ ვართ, რომ ვაპროტესტებთ სექსუალურ ძალადობას როგორც დასჯის იარაღად გამოყენებას“ - განუცხადა „ნიუსპრესს“ ორგანიზაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ირაკლი ვაჭარაძემ.
სასჯელაღსრულების დაწესებულებებში პატიმართა მიმართ ძალადობისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტების გაპროტესტების მიზნით ფილარმონიასთან აქცია მიმდინარეობს.
აქციის ორგანიზატორები დღეს მსვლელობას არ გეგმავენ. ამ წუთებში მრავალრიცხოვანი აქცია იუსტიციის სამინისტროსთან მიმდინარეობს.
