აქცია მთავარ პროკურატურასთანაც მიმდინარეობს
აქცია მთავარ პროკურატურასთანაც მიმდინარეობს
18:00 20.09.2012
პატიმართა წამების წინააღმდეგ მიმართულმა აქციამ პროკურატურასთან გადაინაცვლა. როგორც მონაწილეები აცხადებენ, აქცია აპოლიტიკურია და მათი მოთხოვნა პატიმართა წამებაში მონაწილე მაღალჩინოსნების დასჯაა.

სტუდენტთა აქციის მონაწილეები სკანდირებენ - „ძირს ახალაია“, „წადი წადი“ და შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომას მოითხოვენ.

აქციის მონაწილეებმა გზად „ნაციონალური მოძრაობის“კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის დავით საყვარელიძის სააგიტაციო პლაკატები ჩამოხიეს.

სტუდენტთა საპროტესტო აქცია დღეს უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან დაიწყო და ფეხით მსვლელობით მონაწილეებმა ორთაჭალაში გადაინაცვლეს.

ბეჭდვა