ფილარმონიასთან აქციის მონაწილეების რაოდენობა მატულობს. ამ დროისთვის საკონცერტო დარბაზთან აქცია „არ აწამოს“ ფარგლებში, უფლებადამცველები
და მოქალაქეები იმყოფებიან. ავტომობილების მძღოლები კი, მათ მიმართ სოლიდარობას სიგნალებით გამოხატავენ.
როგორც „ნიუსპრესს“ უფლებადამცველმა ზაზა დავითაიამ განუცხადა, პატიმრების წამების შესახებ ინფორმაცია უფლებამდცველებისთვის ცნობილი იყო, თუმცა, მათ მოწოდებებს ყურადღებას არავინ აქცევდა.
აქციას შეუერთდნენ „ქრისტიან-დემოკრატები“. პარტიის ერთ-ერთი ლდერის ზაზა გაბუნიას თქმით, აქციაზე მისი მისვლის მიზანი ყველა დამნაშავისა და მოძალდის დასჯაა.
იგი მიიჩნევს, რომ სასჯელაღსრულების ყოფილმა მინისტრმა ხათუნა კალმახელიძემ გამოძიებასთან უნდა ითანამშრომლოს.
აქციის ორგანიზატორები დღეს მსვლელობას არ გეგმავენ. საპროტესტო მსვლელობა სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსიდან იუსტიციის სამინისტროსკენ სტუდენტებმა უკვე მოაწყვეს. ამ წუთებში სტუდენტების მრავალრიცხოვანი აქცია იუსტიციის სამინისტროსთან მიმდინარეობს.
