სტუდენტთა საპროტესტო აქცია იუსტიციის სამინისტროსთან მიმდინარეობს
სტუდენტთა საპროტესტო აქცია იუსტიციის სამინისტროსთან მიმდინარეობს
17:35 20.09.2012
სტუდენტთა საპროტესტო მსვლელობის მონაწილეები უკვე იუსტიციის სამინისტროსთან იმყოფებიან.

ისინი სამინისტროსთან აქციას მართავენ და პატიმართა წამებასთან დაკავშირებული პირების დასჯას ითხოვენ, მაღალჩინოსან მოხელეთა ჩათვლით.

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ისინი გმობენ პენიტენციალურ სისტემაში პატიმრებისადმი არაადამიანურ მოპყრობას.

როგორც სტუდენტები აცხადებენ, აქცია იუსტიციის სამინისტროს შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან გადაინაცვლებს.


ბეჭდვა