სასჯელაღსრულების დაწესებულებებში პატიმართა მიმართ ძალადობისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტების გაპროტესტების
მიზნით ფილარმონიასთან აქციის მონაწილეებმა შეკრება დაიწყეს.
როგორც აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა უფლებადამცველმა დაჩი ცაგურიამ „ნიუსპრესს“ განუცხადა, საპროტესტო აქციები გაგრძელდება მანამ, ვიდრე ყველა დამნაშავე არ დაისჯება და კანონის წინაშე პასუხს არ აგებს.
„ვითხოვთ ყველა საქმის გამოძიებას - 800-მდე ადამიანია მოკლული ციხეში, ამიტომ, არ შეიძლება ბაჩო ახალაია იყოს მინისტრი, სანამ ის ციხეში არ ჩაჯდება, ეს პროტესტი არ შეწყდება“ - განაცხადა ცაგურიამ.
მისივე თქმით, ამ ეტაპზე წყდება საკითხი, თუ ვინ ჩასვამს ახალაიას ციხეში - პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი არჩევნებამდე თუ არჩევნების შემდეგ ქართველი ხალხი.
