35-ე სკოლის მოსწავლეები მოდულის შენობასთან პატიმრებზე ძალადობის ფაქტს აპროტესტებენ
35-ე სკოლის მოსწავლეები მოდულის შენობასთან პატიმრებზე ძალადობის ფაქტს აპროტესტებენ
17:02 20.09.2012
ე.წ მოდულის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე თბილისის 35-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები პატიმართა მიმართ განხორციელებულ  ძალადობას აპროტესტებენ.

როგორც „ნიუსპრესს“ სკოლის ერთ-ერთმა მოსწავლემ განუცხადა, ისინი მსგავს ფაქტებს გმობენ და დამნაშავე პირების დასჯას ითხოვენ.

„გამოვედით იმისთვის, რომ პატიმრებისადმი ჩვენი მხარდაჭერა გამოვხატოთ. ვითხოვთ შს მინისტრი ბაჩო ახალაია თანამდებობიდან გადადგეს და მის მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღიძრას“-განაცხადა მან.

მისივე თქმით, აღნიშნული ფაქტის გასაპროტესტებლად ქუჩაში არამარტო მოსწავლეები, არამედ მთელი საზოგადოება უნდა გამოვიდეს.


ბეჭდვა