ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტთან დაწყებულ სტუდენტთა საპროტესტო მსვლელობას ბარათაშვილის ხიდთან
აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტები შეუერთდნენ.
როგორც „ნიუსპრესის“ კორესპონდენტი აქციიდან იუწყება, მსვლელობა დროებით სიონის ტაძართან შეჩერდა, ლოცვის აღვლენის შემდეგ, აქციის მონაწილეები იუსიტიციის სამინისტროს მიმართულებით გაემართნენ და ამჟამად მეტეხის ხიდთან იმყოფებიან.
სტუდენტთა მსვლელობა აქციის - „არ აწამო“-ს ფარგლებში იმართება. აქცია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსიდან დაიწყო.
სტუდენტები პატიმართა მიმართ არაადამიანურ მოპყრობას და წამებას აპროტესტებენ, ასევე, მოითხოვენ სასჯელაღსრულების ყოფილი მინისტრის ხათუნა კალმახელიძის დასჯას და შინაგან საქმეთა მინისტრის ბაჩო ახალაიას გადადგომას.
