საპროტესტო მსვლელობის მონაწილეები უკვე ე.წ მშრალ ხიდთან არიან
საპროტესტო მსვლელობის მონაწილეები უკვე ე.წ მშრალ ხიდთან არიან
16:37 20.09.2012
ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტთან დაწყებული აქციის - „არ აწამო“ მონაწილეები, რომლებიც მსვლელობით იუსიტიციის სამინისტროსკენ  მიემართებიან, უკვე მშრალ ხიდთან იმყოფებიან.

ფეხით მსვლელობა მარჯვენა სანაპიროს გავლით ორთაჭალისკენ მიემართება. ტერიტორიაზე მოძრაობა გადაკეტილია.

სტუდენტები პატიმართა მიმართ არაადამიანურ მოპყრობას და წამებას აპროტესტებენ, ასევე, მოითხოვენ სასჯელაღსრულების ყოფილი მინისტრის ხათუნა კალმახელიძის დასჯას და შინაგან საქმეთა მინისტრის ბაჩო ახალაიას გადადგომას.



ბეჭდვა