საპროტესტო მსვლელობას სტუდენტთა კიდევ ერთი ნაწილი შეუერთდა
საპროტესტო მსვლელობას სტუდენტთა კიდევ ერთი ნაწილი შეუერთდა
16:06 20.09.2012
საპროტესტო აქციაში მონაწილე უნივერისიტეტის სტუდენტები ამ წუთებში რუსთაველის გამზირზე, ფოსტის ყოფილ შენობასთან იმყოფებიან.

აქციის მონაწილეებს ფოსტის შენობასთნ სტუდენტთა კიდევ ერთი ნაწილი შეუერთდა.

ისინი შეძახილებით - „ძირს ახალაია“ ფეხით მსვლელობით პარლამენტისა და საგარეო საქმეთა სამინისტროსკენ მიემართებიან.

მსვლელობის გამო, რუსთაველის გამზირზე ტრანსპორტის მოძრაობა სრულად გადაკეტილია.

სტუდენტები ორთაჭალაში იუსტიციისა და შინაგან საქმეთა სამინისტროსკენ მიემართებიან.

ისინი აღნიშნული სამინისტროებისგან მოითხოვენ სამაგალითოდ დაისაჯოს სასჯელაღსრულების ყოფილი მინისტრი ხათუნა კალმახელიძე, ასევე, თანამდებობიდან გადადგეს შს მინისტრი ბაჩო ახალაია და ყველა ის პირი დაისაჯოს, ვინც პატიმართა წამებაში მონაწილეობდა.


ბეჭდვა