საპროტესტო აქციაში მონაწილე უნივერსიტეტის სტუდენტები ამ წუთებში უნივერსიტეტის პირველი კორპუსიდან პარლამენტისა და საგარეო საქმეთა
სამინისტროს მიმართულებით მსვლელობით დაიძრნენ.
როგორც აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ გიორგი გაბელიამ „ნიუსპრესს“ განუცხადა, მას შემდეგ, რაც სტუდენტები პარლამენტთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან მივლენ, მსვლელობა ორთაჭალაში იუსტიციის სამინისტროსა და შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მოეწყობა.
გაბელიას თქმით, ისინი აღნიშნული სამინისტროებისგან მოითხოვენ სამაგალითოდ დაისაჯოს სასჯელაღსრულების ყოფილი მინისტრი ხათუნა კალმახელიძე, ასევე, თანამდებობიდან გადადგეს შს მინისტრი ბაჩო ახალაია და ყველა ის პირი დაისაჯოს, ვინც პატიმართა წამებაში იღებდა მონაწილეობას.
სტუდენტები ამ წუთებში მელიქიშვიის გამზირზე იმყოფებიან, სადაც ერთ-ერთმა ადგილობრივმა მოსახლემ აქციის მონაწილეებს სიმბოლურად, ცოცხი გადაუგდო.
