„ჩვენი უფლებებისთვის“ ინფორმაციით, ხელისუფლება სამხედრო მოსამსახურეებზე ზეწოლას ახორციელებს
„ჩვენი უფლებებისთვის“ ინფორმაციით, ხელისუფლება სამხედრო მოსამსახურეებზე ზეწოლას ახორციელებს
15:36 20.09.2012
კოალიცია „ჩვენი უფლებებისთვის“ თანათავმჯდომარის ჯიმშერ ოთანაძის განცხადებით, ხელისუფლება სამხედრო მოსამსახურეებზე ზეწოლას ახორციელებს.

როგორც ჯიმშერ ოთანაძე აცხადებს, ხელისუფლებამ სამხედრო მოსამსახურეები აიძულა, რომ თითოეულს თავისი ხუთი ნათესავის ან ახლობლის პირადობის მოწმობის ასლი ხელმძღვანელობისთვის მიეტანა და პირობა მიეცა, რომ ხუთივე მათგანი საპარლამენტო არჩევნებზე ხმას „ნაციონალურ მოძრაობას“ მისცემს.

„ვინც ვერ შეძლო აღნიშნული პირობის შესრულება მათ ხელმძღვანელობამ სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ განცხადება უკვე დააწერინა. შესაბამისად, ისინი სამსახურიდან დათხოვნის მოლოდინში არიან“ - განაცხადა ოთანაძემ.

მისივე თქმით, ხელისუფლება ძალისმიერი და შანტაჟის მეთოდებით საარჩევნო ხმების მოპოვებას აპირებს და ეს საზოგადოებამ უნდა იცოდეს.

ბეჭდვა