თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან მიმდინარე სტუდენტების აქციას პოეტი ჯანსუღ ჩარკვიანი შეუერთდა.
მისი განცხადებით, ის ვერაფრით გაჩერდებოდა სახლში მაშინ, როცა ქვეყანაში უამრავი უკანონობა ხდება და ახალგაზრდებში ძალიან დიდი პროტესტია.
„ჩემი მიზანია, საქართველო იყოს დამოუკიდებელი და თავისუფალი. ამის გაკეთება დღეს ახალგაზრდებს შეუძლიათ. ის კადრები, რომლებიც ჩვენ პატიმართა წამების შესახებ ვიხილეთ, ყოველგვარ ზღვარს სცილდება. ამ მიზეზის გამო ვფიქრობ, რომ არამარტო ბაჩო ახალია, არამედ, პრეზიდენტიც უნდა გადადგეს“- განაცხადა ჩარკვიანმა.
ამ წუთებში აქციას კოალიცია „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციაც შეუეთდა. აქციაზე იმყოფება „ქართული ოცნების“ ისნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ნუკრი ქანთარია.
მისი განცხადებით, როცა სტუდენტები უკანონობის წინააღმდეგ პროტესტით გამოდიან, შეუძლებელია მოვლენებს მშვიდად უყურო.
„ვუერთდები სტუდენტების მოთხოვნებს. ისინი წამების წინააღმდეგ გამოდიან“- განაცხადა ქანთარიამ.
