ონში საქართველოს პირველი დემოკრატიული კონსტიტუციის მიღებიდან 100 წლისთავი აღინიშნ
ონში საქართველოს პირველი დემოკრატიული კონსტიტუციის მიღებიდან 100 წლისთავი აღინიშნ
14:19 22.02.2021
ქალაქ ონში საქართველოს პირველი დემოკრატიული კონსტიტუციის მიღებიდან 100 წლისთავი აღნიშნეს.

ონის გაბრიელ მთავარანგელოზის ეკლესიაში დეკანოზმა გიორგი კობერიძემ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების სამი ონელი დეპუტატის - სერგი ჯაფარიძის, პავლე ბერიშვილისა და კონსტანტინე ჯაფარიძის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი აღავლინა, რომლებიც ტრაგიკულად შეეწირენ 1937 წლის რეპრესიებს. პანაშვიდს ონის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები, მერიის თანამშრომლები და საკრებულოს წევრები, აგრეთვე ჯაფარიძეთა და ბერიშვილთა გვარის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მოგვიანებით, ონის მუნიციპალიტეტის მერმა და საკრებულოს თავმჯდომარემ პავლე ბერიშვილის მემორიალი ყვავილებით შეამკეს.

ბეჭდვა