ონში სოფლებამდე მისასვლელი და სოფლის შიდა გზების გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს
ონში სოფლებამდე მისასვლელი და სოფლის შიდა გზების გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს
14:51 19.02.2021
ზამთრის სეზონის პარალელურად ონის მუნიციპალიტეტში სოფლებამდე მისასვლელი და სოფლის შიდა გზების მონიტორინგი უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.

18 თებერვალს გაიწმინდა სოფელ ფსორის და ცხმორის საავტომობილო გზები.

გზების წმენდის სამუშაოებს შპს „ ონის სერვის ჯგუფი“ ასრულებდა.

გზების წმენდის სამუშაოები საჭიროების შემთხვევაში მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებშიც განხორციელდება - აცხადებენ ონის მერიაში.
ბეჭდვა