არასრულწლოვანი მსჯავრდებულებისთვის ონლაინ ლექცია გაიმართა
არასრულწლოვანი მსჯავრდებულებისთვის ონლაინ ლექცია გაიმართა
13:56 19.02.2021
შემეცნებითი ხასიათის ღონისძიებები არასრულწლოვანი მსჯავრდებულებისთვის გრძელდება. ამჯერად, მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრის ინიციატივით #11 სარეაბილიტაციო დაწესებულებაში აკადემიკოს შალვა ამონაშვილის ონლაინ ლექცია გაიმართა.

ჰუმანური პეგადაგოგიკის ფუძემდებელი - შალვა ამონაშვილი არასრულწლოვან მსჯავრდებულებს განათლების მნიშვნელობისა და მოტივაციის შესახებ ესაუბრა. შეხვედრის ფარგლებში, მსჯავრდებულებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მათთვის საინტერესო შეკითხვებზე პედაგოგისგან ამომწურავი პასუხი მიეღოთ.

მსგავსი საგანმანათლებლო-შემეცნებითი ხასიათის ღონისძიებები მსჯავრდებულებს რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის პროცესში ეხმარებათ. ამ მიმართულებით, მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრი მომავალშიც არაერთი პროექტის განხორციელებას გეგმავს.


ბეჭდვა