გიორგი ფოფხაძე - პატიმართა წამების ამსახველმა კადრებმა ევროპელი მაღალჩინოსნები შოკში ჩააგდო
გიორგი ფოფხაძე - პატიმართა წამების ამსახველმა კადრებმა ევროპელი მაღალჩინოსნები შოკში ჩააგდო
10:11 20.09.2012
„მე-9 არხის“ ბრიუსელის ბიუროს კორესპონდენტი, ჟურნალისტი გიორგი ფოფხაძე აცხადებს, რომ საქართველოს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში  პატიმართა წამების კადრებს ის თითქმის სამი თვეა ფლობს და ევროსტრუქტურების სხვადასხვა ინსტიტუტის მაღალჩინოსნებს აცნობს.

როგორც ფოფხაძემ ეკა ბერიძის გადაცემა „მთავარ კითხვაში“ განაცხადა, უკვე სამი თვეა ის შეხვედრებს ევროპარლამენტში, ევროსაბჭოში, ევროკომისიაში და წამების კომიტეტში მართავს და ამ ხნის განმავლობაში აღნიშნული ვიდეო-კადრები რამდენიმე ევროპელმა მაღალჩინოსანმა, ასევე, საერთაშორისო ოგანიზაციების წარმომადგენელმა იხილა. ჟურნალისტი აცხადებს, რომ მათი რეაქციები შოკისმომგვრელი იყო.

„როდესდაც ვიყავით ბატონი მუჟინექსის კაბინეტში მე და ბედუკაძე, კაბინეტის უფროსმა, ქალბატონმა ურუმოვამ ბოლომდე ვერ უყურა კადრებს და თქვა, რომ 8 წლის განმავლობაში წამების კომიტეტში მუშაობდა და მსგავსი რამ არ უნახავს“-აღნიშნა ფოფხაძემ.

მისივე თქმით, ის ევროპელი მაღალჩინოსნების ინფორმირებას კვლავაც აგრძელებს. ჟურნალისტი აცხადებს, რომ ამ დღეებში შეხვდა ევროპარლამენტის ადამიანის უფლებების კომიტეტის წარმომადგენელს და მასალები გააცნო.

„მე ვიცი, რომ ასევე შტეფან ფულე არის ძალიან გამწარებული ამ ყველაფერზე“-აღნიშნა ფოფხაძემ.


ბეჭდვა