7 თებერვლიდან ე.წ. ბასლეინებზე მოძრავი ტრანსპორტი დაჯარიმდება
7 თებერვლიდან ე.წ. ბასლეინებზე მოძრავი ტრანსპორტი დაჯარიმდება
15:10 04.02.2021
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე, დედაქალაქში მუნიციპალური ტრანსპორტის ფუნქციონირება 8 თებერვლიდან განახლდება.

დედაქალაქის მერია მძღოლებსა და კერძო სატრანსპორტო საშუალებების მფლობელებს მოუწოდებს, 7 თებერვლიდან თავი შეიკავონ ავტობუსის ზოლში მოძრაობისგან, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ დაეკისრებათ ადმინისტრაციული სახდელი.

ბეჭდვა