ე.წ მოდულის შენობის წინ აქცია დასრულდა. ამ დროისთვის ტერიტორიაზე აქციის მხოლოდ რამდენიმე მონაწილე რჩება. ვაჟა-ფშაველას გამზირზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა სრულად აღდგენილია.
აქციის მონაწილეებმა დაშლის გადაწყვეტილება მიიღეს. მათი უმრავლესობა ფეხით მსვლელობით ფილარმონიისკენ გაიმართა.
აქციის მონაწილეები შსს-ს მინისტრის ბაჩო ახალაიას გადადგომასა და დასჯას მოითხოვდნენ.
აღნიშნული მოთხოვნით აქცია ხვალ თსუ-ს პირველ კორპუსთან და მოდულის შენობასთან 15:00 საათზე განახლდება.
დღევანდელი აქცია სპონტანურად დაიგეგმა და მასში „დამოუკიდებელი სტუდენტების“, „ლაბორატორია 1918-ის“, „სტუდენტური ხმის“ წევრები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
