ე.წ მოდულის შენობასთან მიმდინარე აქციის მონაწილეებმა დაშლის გადაწყვეტილება მიიღეს.
აქციის მონაწილეთა დიდი ნაწილი ფეხით მსვლელობით ფილარმონიისკენ გაემართა.
როგორც „ნიუსპრესს“ აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ გუგა ბუღალაშვილმა განუცხადა, აქცია ხვალ ე.წ მოდულის შენობის წინ 15:00 საათზე განახლდება. მისივე თქმით აქციის ეპიცენტრი მოდულის შენობა იქნება, რომელსაც თსუ-ს პირველ კორპუსთან გამართული აქციის მონაწილეები შეუერთდებიან.
მისივე თქმით, აქციის მონაწილეთა ულტიმატუმი შს მინისტრის ბაჩო ახალაიას გადადგომასა და დასჯასთან დაკავშირებით ძალაში რჩება.
„ხვალაც მშვიდობიანი აქცია ჩატარდება, დღეს თუ 30 ათასი ვიყავით, ხვალ 60 ათასი ვიქნებით, ხალხი დღეს ერთ აზრზეა“-განაცხადა გუგა ბუღალაშვილმა.
მისივე თქმით, ბაჩო ახალაია და ის დამსჯელი რაზმები, ვინც აღნიშნულ დანაშაულთან კავშირში არიან, კანონის უმკაცრესი ზომით უნდა დაისაჯონ.
ამ წუთებში მოდულის წინ აქციის მონაწილეთა ნაწილი კვლავ რჩება. მიმდებარე ტერიტორიაზე ავტოტრანსპორტისთვის მოძრაობა ნაწილობრივ აღდგა.
