მოდულის შენობასთან მიმდინარე აქციის მონაწილეებმა შს მინისტრს ულტიმატუმი წაუყენეს
მოდულის შენობასთან მიმდინარე აქციის მონაწილეებმა შს მინისტრს ულტიმატუმი წაუყენეს
20:20 19.09.2012
თბილისში, ე.წ მოდულის შენობასთან აქცია გრძელდება. აქციაზე სიტყვით გამოსვლები დასრულებულია, თუმცა, მონაწილეები ტერიტორიაზე ისევ რჩებიან.

მათ აქციაზე ულტიმატუმი წამოაყენეს და შს მინისტრს გადადგომის ვადა ხვალ 15:00 საათამდე მისცეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, აქციებს გააგრძელებენ.

როგორც „ნიუსპრესს“ პარტია „თავისუფალი საქართველოს“ წარმომადგენლმა ჯაბა ჯიშკარიანმა განუცხადა, დღეს ახალგაზრდებში ის ნაპერწკალი აენთო, რომელიც ქვეყანას საბოლოო გამარჯვებამდე მიიყვანს.

აქციის მონაწილეთა ნაწილი მოდულის მთავარ შესასვლელთანაა და გზა აქვთ გადაკეტილი, ნაწილი კი - შენობის მეორე მხარეს იმყოფება.

აქციის მონაწილეები თსუ-ს სტუდენტები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები არიან.

თსუ-ს სტუდენტების განცხადებით, აქცია ხვალ უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან 15:00 საათზე განახლდება. აქციის მონაწილეები, ამ წუთებში ბაჩო ახალაიას გადადგომისკენ შეძახილებით მოუწოდებენ.


ბეჭდვა