პატიმრების წამების წინააღმდეგ საზოგადოების წარმომადგენელთა საპროტესტო აქცია ე.წ. მოდულის შენობის მთელ პერიმეტრზე მიმდინარეობს.
აქციის მონაწილეები მოდულის შენობის ირგვლივ არიან შეკრებილი და პატიმრების ცემის, წამებისა და სექსუალური ძალადობის ფაქტებს აპროტესტებენ.
აქციის მონაწილეები შს მინისტრის ბაჩო ახალაიას გადადგომას მოითხოვენ.
პროტესტის მონაწილეებს ხელში უჭირავთ პლაკატები წარწერით - „არ აწამო!“, „არა ძალადობას!“ და სხვა.
აქცია სტუდენტების მიერ არის ორგანიზებული. ისინი ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ არც ერთ პოლიტიკურ ძალას არ მიეკუთვნებიან და ქუჩაში მხოლოდ ციხეებში არსებული უმძიმესი ვითარების გასაპროტესტებლად გამოვიდნენ.
პროტესტს მოსახლეობა ფანჯრებიდან ცოცხების გადმოფენით შეუერთდა.
წამების ამსახველ კადრებში, რომლებიც ტელევიზიებით გავრცელდა, ცოცხი ფიგურირებს, როგორ პატიმრებზე სექსუალური ძალადობის ერთ-ერთი საშუალება.
აქციის გამო, ვაჟა-ფშაველას გამზირის ნაწილი ავტოტრანსპორტისთვის გადაკეტილია.
