სახელმწიფო კანცელარიასთან მიმდინარე აქციის მონაწილეებს ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, მოძრაობა „არას“ ხელმძღვანელმა ლევან ჩიტაძემ მიმართა და დაშლისკენ მოუწოდა.
მან აქციის მონაწილეებს ხვალ, 17:00 საათზე ფილარმონიასთან შეკრებისკენ მოუწოდა, სადაც მომდევნო მოქმედებების გეგმა დაისახება.
აქციის დაშლის მოწოდებას რამდენიმე მონაწილის მხრიდან უკმაყოფილება მოყვა. მათ პროტესტი გამოხატეს და აქციის გაგრძელების სურვილი გამოთქვეს.
ამ დროისთვის მოქალაქეთა მცირე ჯგუფი ისევ მთავრობის კანცელარიასთან რჩება. აქციის მონაწილეთა დიდმა ნაწილმა ტერიტორია დატოვა.
