პოლიტიკური პარტია „ქართული დასის“ ლიდერის ჯონდი ბაღათურიას მოწოდებას აქციაზე ხმაური მოყვა.
ბაღათურიამ აქციის მონაწილეებს პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან მსვლელობით გადანაცვლებსიკენ მოუწოდა, რაზეც, აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა უფლებადამცველმა დაჩი ცაგურიამ უპასუხა, რომ უმჯობესი იყო მას პოლიტიკური ქულები სხვაგან დაეწერა. ცაგურიამ აქციის მონაწილეებს მიმართა, რომ კანცელარიასთან დარჩენილიყვნენ, რასაც ხმაური მოყვა და ბაღათურია პროვოკაციაში დაადანაშაულეს. თუმცა, ვითარება მალევე განიმუხტა.
„ქართული დასის“ ლიდერი ამ დრომდე კანცელარიასთან იმყოფება. პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან კი, აქცია 17:00 საათზე იგეგმებოდა.
