აქციის მონაწილეებმა მთავრობის კანცელარიის შენობაში სიმბოლურად ცოცხი შეიტანეს.
აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა უფლებადამცველმა დაჩი ცაგურიამ განაცხადა, რომ უმაღლესი თანამდებობის პირებს თავიანთი სიმბოლო მიუტანეს.
„ეს ცოცხი არის მიხეილ სააკაშვილის კუთვნილება“ - განაცხადა დაჩი ცაგურიამ.
აქციის მონაწილეები კანცელარიასთან რჩებიან და პატიმრების მიმართ არაადმიანურ მოპყრობას აპროტესტებენ.
პატიმრების წამების ამსახველ კადრებში, რომლებიც ტელევიზიებით გავრცელდა, ცოცხი ფიგურირებს, როგორ პატიმრების შეურაცხოფის ერთ-ერთი საშუალება.
