ფილარმონიასთან შეკრებილი აქციის მონაწილეები კანცელარიასთან უკვე მივიდნენ.
ისინი მთავრობის წინააღმდეგ მიმართულ სიტყვებს სკანდირებენ და პატიმრების წამებაში მონაწილე ყველა დამნაშავის დასჯას ითხოვენ.
კანცელარიასთან მიმდინარე აქციას სხვადასხვა უნივერსიტეტების სტუდენტებიც შეუერთდნენ.
აქციის მონაწილეებმა კანცელარიასთან სიმბოლურად ცოცხი მიიტანეს. ცაგურიას განცხადებით, ისინი გეგმავენ ცოცხი კანცელარიაში შეგზავნონ.
პატიმრების წამების დამადასტურებელ კადრებში, რომლებიც ტელევიზიებით გავრცელდა, ცოცხი ფიგურირებს, როგორ პატიმრების შეურაცხყოფის ერთ-ერთი საშუალება.
