კასპის სოფელ ქვემო ჭალის საბავშვო ბაღს რეაბილიტაცია ჩაუტარდება
კასპის სოფელ ქვემო ჭალის საბავშვო ბაღს რეაბილიტაცია ჩაუტარდება
16:19 20.01.2021
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალაში საბავშვო ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოები იწყება. მუნიციპალიტეტის მერიამ სამუშაოების შესყიდვის ტენდერი 2020 წლის 31 დეკემბერს გამოაცხადა.

მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, შენობას სრული რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია ჩაუტარდება.

"კეთილმოწყობილი საბავშვო ბაღი დააკმაყოფილებს ყველა იმ მოთხოვნას, რომელიც რეკომენდირებულია სასწავლო-სააღმზრდელო პროცესისთვის" - აღნიშნა კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ.

შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 363 019 ლარია.

ბეჭდვა