ფილარმონიასთან შეკრებილი აქციის მონაწილეები მთავრობის კანცელარიისკენ მიემართებიან
ფილარმონიასთან შეკრებილი აქციის მონაწილეები მთავრობის კანცელარიისკენ მიემართებიან
15:29 19.09.2012
ფილარმონიასთან შეკრებილი აქციის მონაწილეები ამ წუთებში მთავრობის კანცელარიისკენ დაიძრნენ.

აქციის მონაწილეები საქართველოს ციხეებში პატიმრების მიმართ არაადმიანურ მოპყრობას აპროტესტებენ.

აქციას მძღოლები სოლიდარობას ავტომობილების სიგნალებით უცხადებენ. აქციის მონაწილეები კანცელარიისკენ შეძახილებით მიემართებიან.

აქცია ფილარმონიასთან 12:00 საათიდან მიმდინარეობს.


ბეჭდვა