ინფექციურ საავადმყოფოში ბოტულიზმის დიაგნოზით მოთავსებული პაციენტის მდგომარეობა შედარებით გაუმჯობესდა, თუმცა, იგი რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება.
როგორც "ნიუსპრესს" ინფექციური საავადმყოფოს მორიგე ექიმმა განუცხადა, პაციენტის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
ექიმის თქმით, სუნთქვის უკმარისობა გამოხატული არ არის, თუმცა, პაციენტს ყლაპვა უჭირს და მხედველობა დაბინდული აქვს.
ინფექციურ საავადმყოფოში ახალგაზრდა ქალბატონი ბოლნისიდან გუშინ გადაიყვანეს.
როგორც "ნიუსპრესს" ინფექციური საავადმყოფოს მორიგე ექიმმა განუცხადა, ბოტულიზმი ოჯახის პირობებში დამზადებულმა კიტრის მწნილმა გამოიწვია.
