ივანე ჯავახიშვლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოში სხვადასხვა უნივერსიტეტების სტუდენტების საპროტესრო აქცია მიმდინარეობს.
სტუდენტები პატიმართა მიმართ არაადამიანური მოპყრობის ფაქტებს აპროტესტებენ.
როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, დღეს ის ადამიანები, რომლებიც არსებულ რეჟიმს ემსახურებიან, ხელისუფლებიდან უნდა წავიდნენ.
გამომსვლელების განცხადებით, სტუდენტების ერთიანობა მთელი საქართველოს ერთიანობაა.
„დღევანდელი აქციის ორგანიზატორი თითოეული სტუდენტია და ამას რომელიმე პარტია თავის სასიკეთოდ ნუ გამოიყენებს. სტუდენტები მსგავსი ფაქტების განმეორებას აღარ დავუშვებთ“-აცხადებენ აქციის მონაწილეები.
აქციის მონაწილეები საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ გლდანის მე-8 საპყრობილეში პატიმართა მიმართ არაადამიანური მოპყრობის ამსახველი ვიდეო მასალის გავრცელებასაც მოითხოვენ.
„საზოგადოებრივ მაუწყებელზე, რომელიც საზოგადოების თითოეული წევრის ჯიბიდან ფინანსდება ის კადრები უნდა გაუშვან, რომელიც გუშინ გავრცელდა. ასევე, უნდა დაისჯაონ აღნიშნული დანაშაულის თითოეული წევრი, რათა ქართველი ხალხის აბუჩად აგდება ვეღარავინ გაბედოს“ - აცხადებენ აქციის წევრები.
აქციის მონაწილეები თსუ-ს პირველი კორპუსიდან ფეხით მსვლელობით სასჯელაღსრულების სამინისტროსთან გადანაცვლებას გეგმავენ.
ამ წუთებში თსუ-ს პირველი კორპუსის ეზო მთლიანად სავსეა. რაც შეეხება ავტორტრანსპორტის მოძრაობას, თსუ-სთან და ფილარმონიასთან მიმდინარე აქციების გამო, გადაადგილება მელიქიშვილის გამზირზე სრულად, ხოლო ჭავჭავაძის გამზირზე ცალმხრივადაა შეზღუდული.
