საბურთალოსა და ვაკის რაიონების ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება შეუწყდება
საბურთალოსა და ვაკის რაიონების ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება შეუწყდება
16:48 17.01.2021
დედაქალაქის გარკვეულ დასახლებებსა და ქუჩებს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება.

კომპანია "თელასის" ინფორმაციით, გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 11:00 საათამდე, აგრეთვე 12:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა აბაშიძის ქუჩის (ნაწილობრივ) მოსახლეობას შეეხება.

ამასთან, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე ელექტროენერგიას სოფელი დიღმის (ნაწილობრივ) მოსახლეობა ვერ მიიღებს.

ბეჭდვა