მაღალმთიან აჭარაში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს
მაღალმთიან აჭარაში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს
14:53 13.01.2021
ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტებში ყველა ძირითად მიმართულებაზე სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები დასრულებულია და საავტომობილო მიმოსვლა აღდგენილია. აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ ინტენსიურ რეჟიმში ხორციელდება გაწმენდითი სამუშაოები.

ხულოს მუნიციპალიტეტში დიდაჭარა-საციხური-გელაურის საავტომობილო გზის დაზიანებული სავალი ნაწილის აღდგენითი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

ქედის მუნიციპალიტეტში დაზიანებული წონიარისის ხიდის შესწავლა საპროექტო სამსახურის მიერ უკვე განხორციელდა. მოსახლეობა ამ ეტაპზე შემოვლითი გზით სარგებლობს.
ბეჭდვა