ფილარმონიასთან შეკრებილი აქციის მონაწილეები სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ძალადობრივი სისტემის არსებობას აპროტესტებენ.
აქ იმყოფებიან პატიმართა ოჯახის წევრები, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები და რიგითი მოქალაქეები.
პატიმართა ოჯახის წევრების განცხადებით ის, რაც სასჯელაღსრულების სისტემაში ხდება, ფაშიზმია და ამ ვითარების გამოსწორება მხოლოდ საზოგადოების გაერთიანებითაა შესაძლებელი.
როგორც აქციაზე მყოფმა ჯანსუღ ჩარკვიანმა განაცხადა, საქართველოში უსამართლობაა გაბატონებული და სავალალო მდგომარეობაა.
„დღეს მთელი მსოფლიო გვიყურებს და ამბობს იმას, რომ ეს ნორმალური ქვეყანა არ არის. ეს უსამართლო ქვეყანაა და იმედი მაქვს, რომ სამართალსაც მოვიყვანთ. ძალიან ცუდ დღეში ვართ, ხელისუფლება კი, ამბობს ყველაფერში პირველი ვართო. ხალხი უნდა შეერთდეს სხვა გამოსავალი არ არის“ - განაცხადა ჩარკვიანმა.
ფილარმონიასთან პატიმრების წამების და მათ მიმართ არაადამიანური მოპყრობის ფაქტებთან დაკავშირებით ფილარმონიასთან აქცია მიმდინარეობს.
