სურსათის ეროვნული სააგენტოს უქმე დღეებში მომსახურებას მხოლოდ კრიტიკულად მნიშვნელოვან სერვისებზე გაუწევს
სურსათის ეროვნული სააგენტოს უქმე დღეებში მომსახურებას მხოლოდ კრიტიკულად მნიშვნელოვან სერვისებზე გაუწევს
13:11 31.12.2020
საქართველოში 2021 წლის 3 იანვრიდან 15 იანვრის ჩათვლით, გამოცხადებულია უქმე დღეები.

აღნიშნულიდან გამომდინარე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო მოქალაქეებს მომსახურებას გაუწევს მხოლოდ კრიტიკულად მნიშვნელოვან სერვისებზე, კერძოდ, ექსპორტ-იმპორტისათვის შესაბამისი სერტიფიკატებისა და ნებართვების გაცემა; ცხოველთა სასაკლაოზე ვეტერინარული ზედამხედველობა; სახელმწიფო კონტროლის განხორციელება ადამიანის/ცხოველის ჯანმრთელობაზე პირდაპირი რისკების არსებობისას.

სააგენტოს ცენტრალური აპარატისა და რეგიონული სამმართველოების შენობების შესასვლელთან თვალსაჩინო ადგილას განთავსდება შემდეგი ინფორმაცია:

მომსახურებების ჩამონათვალი, რომელსაც სააგენტოს თანამშრომლები განახორციელებენ უქმე დღეებში;

სააგენტოს ელექტრონული ფოსტის მისამართი და საკონტაქტო ნომერი, რომელზეც დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა ექნება, დარეკოს ან გამოაგზავნოს შესაბამისი დოკუმენტაცია.
ბეჭდვა