ლიბერთი ბანკმა საახალწლოდ მორიგი მასშტაბული საქველმოქმედო აქცია გამართა. ბანკის
თანამშრომლებმა ქვეყნის მასშტაბით 800-მდე ბენეფიციარს საკვები პროდუქტები და საახალწლო საჩუქრები გადასცეს.
"წელს, ისე, როგორც არასდროს, ჩვენი საერთო მიზანი ადამიანის ყოველდღიურობის შემსუბუქება იყო. ლიბერთის თითოეული თანამშრომლის, ლიბერთის თითოეული მომხმარებლის, ლიბერთის თითოეული პარტნიორი კომპანიისა და ლიბერთის თითოეული მეგობრის სახელით, საქართველოში არსებულ ბავშვთა ყველა სახლსა და მოხუცებულთა პანსიონატში საახალწლო საჩუქრები დავარიგეთ, რაც 800-მდე ბენეფიციარის საკვებითა და საახალწლო ტკბილეულით მომარაგებას გულისხმობდა. მადლობას გიხდით ერთად გატარებული 2020 წლისათვის" - აცხადებენ ბანკში.
https://m.facebook.com/libertybank.ge/
