ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) დღეს ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს“ ოფისში, საჯარო დაწესებულებების ვებ-გვერდების მონიტორინგის შედეგებს წარადგენს.
როგორც „ნიუსპრესს“ ინსტიტუტიდან აცნობეს, „ღია საზოგადოება-საქართველოს“ და „ეროვნული უსაფრთხოების არქივის მხარდაჭერით“, ორგანიზაციამ 104 საჯარო დაწესებულების ვებ-გვერდს მონიტორინგი გაუწია.
მონიტორინგის პროცესში ინსტიტუტმა შეაფასა თუ რამდენად გამჭვირვალე და სრულყოფილია მთავრობის ვებ-გვერდებზე განთავსებული საჯარო ინფორმაცია.
შეხვედრაზე გამჭვირვალობისა და ტექნიკური გამართულობის მიხედვით, საჯარო დაწესებულებების ვებ-გვერდების რეიტინგს წარადგენენ. ასევე, დასახელდება ყველაზე გამჭვირვალე და ტექნიკურად გამართული ვებ-გვერდები.
