ემიგრანტი - საქართველოში იზრდება თაობა, რომელიც დედ-მამას „სკაიპით“ იცნობს და საქართველოა ერთადერთი ქვეყანა, სადაც მიცვალებულს „სკაიპით“ ტირიან
ემიგრანტი - საქართველოში იზრდება თაობა, რომელიც დედ-მამას „სკაიპით“ იცნობს და საქართველოა ერთადერთი ქვეყანა, სადაც მიცვალებულს „სკაიპით“ ტირიან
19:39 18.09.2012
ქართველი ემიგრანტები საქართველოს მოქალაქეები არიან და მათ სამშობლოში დაბრუნება სურთ  - ამის შესახებ ემიგრანტების აქციაზე დღეს არასამთავრობო ორგანიზაცია „ქართველი ემიგრანტები დემოკრატიული საქართველოსთვის“ თურქეთის ოფისის წარმომადგენელმა მაია კოპაძემ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოში იზრდება თაობა, რომელიც დედ-მამას „სკაიპით“ იცნობს და ალბათ, საქართველოა ერთადერთი ქვეყანა, სადაც მიცვალებულს „სკაიპით“ ტირიან.

„უცხოეთში ქართველები ფაბრიკების ტერიტორიაზე, უმძიმეს პირობებში ცხოვრობენ. 24 საათის განმავლობაში უვლიან მძიმე ავადმყოფებს და ისინი ვერ მიიტანენ ცნობას სახოვრებელი ადგილიდან“- განაცხადა მაია კოპაძემ, არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად საკონსულოში რეგისტრაციის მოწმობის ვალდებულების დაწესებასთან დაკავშირებით.

სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულმა ქართველმა ემიგრანტებმა დღეს „დედა ენის“ პარკში აქცია გამართეს.

ბეჭდვა