პოლიტიკური მოძრაობა "თეთრები" და "უმუშევართა კავშირი დასაქმებისათვის" ხვალ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს გააფორმებენ.
მემორანდუმი უმუშევრობის პრობლემის გადასაწყვეტად ერთობლივ საქმიანობას ითვალისწინებს.
მემორანდუმს ხელს "უმუშევართა კავშირი დასაქმებისთვის" თავმჯდომარე თამარ იოვაშვილი და "თეთრების" თავმჯდომარე თეიმურაზ შაშიაშვილი მოაწერენ.
