თბილისის ნაწილს ნაწილს შუქი გაეთიშება
თბილისის ნაწილს ნაწილს შუქი გაეთიშება
17:53 18.09.2012
დედაქალაქის ნაწილს ხვალ ელექტროენერგია შეეზღუდება. როგორც „ნიუსპრესს“ კომპანია „თელასიდან“ აცნობეს, ქსელის რეაბილიტაციის მიზნით, შუქი 10-დან 18:00 საათამდე კრწანისის რაიონის ნაწილს გაეთიშება.

შეზღუდვა გორგასლის, 300 არაგველის, გრიშაშვილის, ცურტაველის და თელეთის ქუჩების ნაწილს შეეხება.

13-დან 15:00 საათამდე ენერგომომარაგება ვაჟა-ფშაველას I და II კვარტლის I შესახვევის, დელისის I, II და III ჩიხის, ნუცუბიძის ნაწილს, ნადარეიშვილის და მიმდებარე ქუჩებს არ მიეწოდება.

გათიშულ აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ აღუდგება.


ბეჭდვა