განათლების სამინისტრომ გერმანულ მხარესთან მემორანდუმი გააფორმა
განათლების სამინისტრომ გერმანულ მხარესთან მემორანდუმი გააფორმა
16:01 18.09.2012
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების „კერძო სექტორის განვითარების პროგრამებს“ (GIZ) შორის  ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, მემორანდუმი GIZ-ის მხრიდან სამინისტროსადმი შრომის ბაზარზე ორიენტირებული პროფესიული განათლების პოლიტიკის სფეროში დახმარების გაწევის საკითხს ითვალისწინებს.

აღნიშნულ მემორანდუმში პროფესიული განათლების ისეთ სფეროებში თანამშრომლობისთვის, როგორიცაა პროფესიული განათლების შესაბამისობა, დაფინანსება, დიალოგი, მონიტორინგი, პროფესიული განათლების იმიჯი და ხარისხის გაუმჯობესება, პარტნიორების პასუხისმგებლობები და ვალდებულებებია განსაზღვრული.

GIZ-ი გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს სახელით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან 2009 წლიდან თანამშროლობს.

ბეჭდვა